spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – თუ შექმნიან საგამოძიებო კომისიას, შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ სიმართლე არ დაჩაგროს

“თუ რომელიმე ადამიანს, მართლა, ობიექტურად ჰგონია ამ ქვეყანაში, რომ შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილის წამებასთან საქმე, სისულელეა და ამ სისულელეში ნაცმოძრაობას ვერ შევყვებით’’ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე განაცხადა. 

 

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ შექმნიან საგამოძიებო კომისიას, „ქართული ოცნება“ ამ კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ სიმართლე არ დაჩაგროს.

 

“სიმართლის დადგენის უპირატესი ინტერესისთვის ვიბრძოლებთ ყველგან, ყველა სიტუაციაში, მათ შორის, თუ ისინი ამ კომისიას შექმნიან. ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ უნდა შექმნათ კომისიაო, ჩვენ რატომ უნდა შევქმნათ? ვერ ვხვდები ამ სისულელეზე რატომ უნდა გავაკეთოთ ასეთი რეაგირება, მაგრამ თუ ისინი შექმნიან, ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

აქვე მან პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კომისიის შექმნის შესაძლებლობა განმარტა და აღნიშნა, რომ მათ ამის უფლებამოსილება რეგლამენტის მიხედვით აქვთ. 

 

“ფარმაკოლოგიურ წამებაზე და ამ სპეკულაციურ მესიჯებზე კომისიის შექმნა უტოპიაა, სისულელეა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ ეს უფლებამოსილება. კომისიის შემადგენლობის შესახებ იცით ალბათ, რა წერია რეგლამენტში. კომისიის შექმნის მხარდაჭერა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ კომისიის შემადგენლობაში შემდეგ მიიღო მონაწილეობა, ანუ კომისიის მხარდაჭერა ერთია და ინიცირება რეგლამენტის მიხედვით 30 ადამიანს შეუძლია. 50 ადამიანს შეუძლია, მხარდაჭერის შემთხვევაში, შექმნას კომისია. კომისიის შემადგენლობაში არ შედიან მხოლოდ ისინი, ვინც მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, არამედ შედიან პოლიტიკური ჯგუფები, ფრაქციების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, თუ შექმნიან შეიძლება, მივიღოთ მონაწილეობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე არ დაჩაგროს ვინმემ და ამ სისულელეზე არ გვალაპარაკოს სერიოზული სახეებით, რომ “ფარმაკოლოგიური წამება” იყო თურმე, მათი პრეზიდენტის და მათი ბელადის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები