spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – თურმე სხდომათა დარბაზში მაგიდაზე შეხტომა მორალური, მისი აღკვეთა კი ამორალური საქციელი ყოფილა

ძალიან სასაცილო მდგომარეობა არის ხოლმე, როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატის მაგიდაზე შეხტომა და ისეთი სიტყვების ძახება, რასაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, თურმე ყოფილა მორალური და თუ ვინმემ ეს აღკვეთა, ეს არის ამორალური საქციელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია თავისი „მესიჯბოქსით“ მომხდარის ინტერპრეტირებას ცდილობს.

 

“ამგვარი ინტერპრეტაციები დამაზიანებელია და ცალსახა ნიშანია იმის, რამდენად ცუდად შეუძლიათ შემოატრიალონ თავიანთი „მესიჯბოქსი“, რომელსაც საზოგადოებაში გავლენა არ აქვს, რადგან საუბარია ტყუილსა და მართალს შორის დაპირისპირებაზე. საკუთარ თვალში რაღაცის ვერდანახვასა და სხვის თვალში დანახვაზეა საუბარი, მარტივად რომ ვთქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები