ჯაფარიძე და ვაშაძე ერთი საერთო ნიშნით გამოირჩევიან ნებისმიერი რამე შეიძლება იკადრონ, – განაცხადა ,,ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე საშიშია ის ხალხი, რომელიც დასავლური მანტიით რუსულ საქმეს აკეთებს. მისთვის გაუგებარია, რუსული ფულით დაფინანსებული ელენე ხოშტარია, როგორ აკეთებს დასავლურ საქმეს.
“რა სურთ მათ. ეს მე გითხარით, ჩემი გადასახედიდან. მე შეიძლება სუბიექტურიც ვიყო რიგ შემთხვევებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს ეს ჩემი სუბიექტური აზრი, რამდენად ობიექტურ ჩარჩოებში ჯდება. რა სურს მოსკოვს. როცა ხოშტარიაზე მიდის საუბარი მე ამ ჩარჩოდან ვერ გამოვდივარ, რომ მასზე და მოსკოვზე ცალ-ცალკე ვიფიქრო. იმიტომ, რომ თურმე რამდენიმე ათეული თუ მილიონი რუბლით დაფინანსებული ხოშტარია აკეთებს ევროპულ და დასავლურ საქმეს, მე ამას ვერ ვიჯერებ. ვისაც უნდა დაიჯეროს. მისი ,,თანამებრძოლები’’ თუ ამას არ აქცევენ ყურადღებას, გასაგებია. ყველაზე საშიში ის რეალურად პრორუსი კი არ არის, რომელიც პრორუსულ განცხადებებს აკეთებს, უფრო ის პრორუსია საშიში, ვინც დასავლური მანტიით ცდილობს რუსული საქმის გაკეთებას. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სხვათა შორის აჯერებს, რომ ის არის პროდასავლური და ევროპული ორიენტაციის, მაგრამ რეალურად რუსულ საქმეს აკეთებს. ეს ხალხი გაცილებით საშიში ხალხია ჩვენი საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის. მისი ხვალინდელი ევროპული მომავლისათვის. ამიტომ, მათ რა სურთ მანამდე ვერ გავარკვევთ, ვიდრე ისინი არ ილაპარაკებენ, თუ რატომ დააიგნორეს ელენე ხოშტარიას რუსული დაფინანსება,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.