spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“საკითხის დაყენება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმდენად სპეკულაციურია, რომ გარდა იმ ვერსიისა, რაც ბუნებაში არსებობს, სხვა საფუძველი, თუ საბაბი ამას არ აქვს. ეს ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოდან “ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები იხვეწებიან, რომ არანაირი მაშველი რგოლი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება აშშ-ის მხრიდან არ არის იმდენად ღირებული მათთვის, რამდენად ღირებულიც შეიძლება იყოს ვციტირებ – საუბრის დაწყებაც კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. მათ იციან, რომ ოთხი სამართლებრივი საფუძვლიდან ბუნებაში არცერთი არსებობს ფიზიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით მით უმეტეს არ არსებობს, ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.

ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ე.ი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული. საუბრის დაწყებას წინ არაფერი უდგას და ამას მიიჩნევენ ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად, რომ საქართველოში მოასწრონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება. ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა და მიზანი. რამდენად სპეკულაციურია, ყველა ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები