spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა ჟღენტი – ეს არის სიგნალი, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება

ეს იყო ერთი მხრივ, სიმბოლური, მაგრამ მეორე მხრივ, სიგნალი და გარკვეული ნიშანი იმისა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას არავინ ერჩის, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და უარს ეუბნებიან ხელისუფლებას.

“საქართველოს მოსახლეობას არავინ არ ერჩის თავისთავად, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და უარს ეუბნებიან ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ეს არ იყო პირველი, იქამდე იყო ინდივიდუალური სანქციები, რაც გამოიყენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ვიცი, რომ ევროკავშირის ბევრი სხვა სახელმწიფოც აპირებს ცალკეული ტარგეტირებული სანქციების მიღებას, მაგრამ უკვე ევროკავშირის მხრიდან ეს იყო ერთი მხრივ, სიმბოლური, მაგრამ მეორე მხრივ, სიგნალი და გარკვეული ნიშანი იმისა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება”, – განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში კვლავ უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე შეზღუდვა ამოქმედდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები