“ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ მიიყვანა საზოგადოება იმ ზღვრამდე, სადაც უკვე რაიმეს მოთმენა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ამ პროცესის გაგრძელებას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია იმ ადამიანების დამოკიდებულება, ორჭოფობა, რომ იგრძნობა მათ სიტყვებში.
“ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ მიიყვანა საზოგადოება იმ ზღვრამდე, სადაც უკვე რაიმეს მოთმენა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ამ პროცესის გაგრძელებას უნდა ველოდოთ. მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც უკვე, იმას ვისაც უნდა, რომ იცხოვროს ევროპაში და არა რუსეთის გუბერნიაში, დღეს სხვა გამოსავალი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუტოვა, შესაბამისად, რა თქმა უნდა პროცესი გაგრძელდება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული საქართველოს მოქალაქის პოზიცია, მაგრამ ცოტა გადამეტებულად მიმაჩნია სპორტსმენების, კულტურის სფეროს მოღვაწეების გაფეტიშება, ჩემი აზრით, ყველა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ, ეს პოზიცია უნდა იყოს ნათელი. მიუღებელია იმ ადამიანების დამოკიდებულება, ორჭოფობა, რომ იგრძნობა მათ სიტყვებში.
ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, დიდი ხნით ვეღარ გაუძლებს შსს არ ყველაფერს და დაიწყება რღვევა და ეს ყველაფერი გაძლებაზეა“, – განაცხადა მამუკა ჟღენტმა.