spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“მანაც კი აღიარა, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულია”

მანაც კი აღიარა [სალომე ზურაბიშვილმა], რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული, არადა, რომ ჰკითხოთ, იქ [პარლამენტში] რამდენიმე პარტია უკვე შევიდა, ზოგი შედის, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

"თუკი რამდენიმე ოპოზიციური პარტია შესულია, ქალბატონი სალომე რატომ საუბრობს, რომ მიუღებელია, სახელმწიფო ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიცია არ იყოს იქ წარმოდგენილი. ანუ, თავადვე აღიარა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის სიმართლე, რომელიც საყოველთაოა – რეალური ოპოზიცია უარს ამბობს გაყალბებული არჩევნებისთვის მწვანე შუქის მიცემაზე. ახლა გაფორმება მოპარული არჩევნებისა, იქნება ღალატი ჩვენი შვილების და მომდევნო თაობებისა… დაუწერეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექსტი და გაუგზავნეს მის პრესსამსახურს მეილით. მან უბრალოდ ბრიფინგი ჩაატარა", – განაცხადა მელიამ.  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები