spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მანუჩარ რობაქიძემ კვახჭირსა და ბარდუბანში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კვახჭირსა და ბარდუბანში იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.

 

აქტიურ ფაზაშია ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

 

ამ დროისთვის ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს კვახჭირის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში  არმირებული ბეტონის საფარი, ცხაურები და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

 

გზების სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები