spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Marca – ყატარელებმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ყატარელებმა ეკვადორელ რვა ფეხბურთელს თამაშის წაგების სანაცვლოდ 7,4 მილიონი დოლარი შესთავაზეს. 

 

არსებული ინფორმაციით, ყატარატელებს არ სურთ, როგორც მასპინძლებმა გახსნითი შეხვედრა წააგონ და მეტოქეს შესთავაზეს, რომ მატჩი ანგარიშით 0:1 დათმონ. 

 

როგორც სპორტული გამოცემა Marca წერს, ამ ინფორმაციას ექსპერტი სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებში და საუდის არაბეთში ბრიტანული ცენტრის რეგიონალური დირექტორი ამჯად ტაჰა ავრცელებს.

 

გავრცელებულ ინფორმაციას ასევე ადასტურებენ შიდა წყაროები ეკვადორიდან და ყატარიდან.

 

მუნდიალის დაწყებამდე სამი დღით ადრე არც მთავრობა და არც ყატარის ფეხბურთის ფედერაცია კომენტარს არ აკეთებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები