spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარეკ შჩიგელი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული მამაცი გუნდის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

“ღრმად დამწუხრებული ვარ გუდაურში ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული მამაცი გუნდის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერს მარეკ შჩიგელი “ტვიტერზე”.

 

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპნენ – ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია, ეკიპაჟის წევრები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მაშველები – კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები – გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი.

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Deeply saddened by the tragic crash of a rescue helicopter in Gudauri.<br>My sincere condolences to the families and friends of the brave crew members, rescuers and medical staff who lost their lives while on a rescue operation.</p>&mdash; Marek Szczygieł (@EUMMGeorgia_HoM) <a href=”https://twitter.com/EUMMGeorgia_HoM/status/1553196933182783488?ref_src=twsrc%5Etfw”>July 30, 2022</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script> 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები