რუსეთის აგრესიული ომის ეფექტი საქართველოში დღესაც იგრძნობა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
“ამ დღეს, 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციას.
ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.