spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარგუს ცაჰკნა – განვიხილავთ დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას

ესტონეთმა დამატებით 14 ადამიანი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, ასევე განვიხილავთ დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც თბილისის ქუჩებში ხდება მიუღებელია.

“ესტონეთმა დამატებით 14 ადამიანი შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, ასევე განვიხილავთ დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. თუმცა, საუბარი უფრო ხანგრძლივი იქნება, რადგან ის რაც თბილისის ქუჩებში ხდება მიუღებელია და არ შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს. ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა და კრიმინალი”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს,  სადაც საქართველოზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები