spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მარგუს ცაჰკნა – ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპას

საქართველოში გუშინ ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების მთავრობისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპას.

“საქართველოში გუშინ ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები ავალდებულებს დონორებს, მიიღონ მთავრობის თანხმობა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად.

ეს საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების მთავრობისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებას და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროპას”, – წერს მარგუს ცაჰკნა.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები