spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას ეხმაურება.

 

“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას.

 

დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, – აცხადებს ბურიჩი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები