spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მარიამ ჯაში – ვფიქრობ, ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდით ბატონი პრეზიდენტის გადაყვანა

ყოფილი პარლამენტარი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ პოლიტიკური ტემპერატურის შესამცირებლად გამოსავალი შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის დროებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყოს.

 

ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

“დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური ტემპერატურა იყოს შედარებით შემცირებული და ეს იქნება პოზიტიური როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, რომ ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდით ბატონი პრეზიდენტის გადაყვანა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები