spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – არის მძიმე დიაგნოზები, რომლებიც არის გათავისუფლების საფუძველი

არის მძიმე დიაგნოზები, რომლებიც არის გათავისუფლების საფუძველი, –  ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისი თქმით, ცენტრმა ექსპერტიზამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. 

 

“დამთავრდა ჩვენი მხრიდან დასკვნაზე მუშაობა, ახლა ითარგმნება და გადაეცემა ჩვენს უცხოელ ექსპერტებს. მათი მოსაზრებები  ჩვენთვის ცნობილია და ინტეგრირებულია დასკვნაში, არანაირი განსხვავებული აზრი ექსპერტთა კოლეგიაში არ წარმოქმნილა.

 

ამ ბევრი დიაგნოზიდან არის დიაგნოზები, რომლებიც არის ძალიან მძიმე და არის გათავისუფლების საფუძველი. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროებს რაც შეიძლება სწრაფად გაყვანას, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით.  არ ჰქონია ეს მდგომარეობა მას ციხეში შესვლამდე, მაშასადამე, რა მოხდა ციხეში, ეს უკვე დასადგენია და როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება არასათანადო მოპყრობის მუხლით, მაგრამ სამწუხაროდ არაეფექტურად“, – განაცხადა მარიამ  ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები