spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – დღეს თუ არ შეგვიშვებენ, ან იქნება რაიმე დაბრკოლება, გავასაჩივრებთ

შეზღუდვები,  რომელიც არის დაწესებული, არაკონსტიტუციურია განსაკუთრებით ადვოკატებისა და ექსპერტიზის ნაწილში – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საათების შეზღუდვის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპერტიზის წევრებთან ერთად  მესამე პრეზიდენტის მონახულებას გეგმავს, ხოლო თუ არ შეუშვებენ, ფაქტს გაასაჩივრებენ.

 

“შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, რა თქმა უნდა, არის არაკონსტიტუციური, განსაკუთრებით ადვოკატების ნაწილში, ასევე, ექსპერტიზის ნაწილში. მე მივწერე გუშინ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმს, თუმცა არ გამოგვეპასუხა,  რომ ექსპერტიზის შეზღუდვის უფლება არ აქვს, ვინაიდან ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და პატიმარს აქვს უფლება, ჩაიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. ასე რომ, დღეს თუ არ შეგვიშვებენ, ან იქნება რაიმე დაბრკოლება, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ. 

 

ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არის კიდევ უფრო დამძიმებული და თუ მოგვეცემა დღეს საშუალება შევაფასებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე  იმ ფაქტს, რაც გუშინწინ დაწესებულებაში მოხდა”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

 

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილთან მნახველებს მხოლოდ 16:00-დან 18:00 საათამდე შეუშვებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები