spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – დღეს უფრო საყურადღებო დაგვხვდა მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მიმართულებით

შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ცენტრის „ემპათია“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. მისივე განმარტებით,  რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული. 

 

“ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი.  ვფიქრობთ, მოვითხოვოთ შეხვედრა  როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან, ვინაიდან მდგომარეობა არის საყურადღებო.  საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას, – ეს რომ იყოს პროგრამა მინიმუმი და როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია.

 

რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული, ამიტომ დღეს უფრო საყურადღებო დაგვხვდა მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მიმართულებით. ჩვენს დასკვნაში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის სამკურნალო დაწესებულება, სადაც გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია, ასეთი დაწესებულება საქართველოში არის თუ არა, არ ვიცი, მოსაძებნია. თუმცა, პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა, თავისთვის საუკეთესო სერვისი შეარჩიოს და მიიღოს მკურნალობა, ვინაიდან მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები