რაც მეტად ვსწავლოთ საკითხს, მით უფრო იკვეთება, რომ აუცილებელია სერიოზული მიდგომა, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ ალტერნატიული კომისიის შემადგენლობას დღეს ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი დაემატება, პროცესში ჩაერთვება ასევე გერმანელი ექიმი.
“მიმდინარეობს როგორც დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე ადგილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობა, ერთვება ახალი ექსპერტი ნეიროქირურგი. იმედი გვაქვს, არ შეგვაფერხებენ შესვლასთან დაკავშირებით.
ასევე გერმანიიდან ერთვება ჩვენი კოლეგა, ექსპერტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იქნენა ამ ექსპერტიზისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს საექსპერტო დასკვნა.
რაც უფრო მეტად ვსწავლოთ საკითხს, მით უფრო იკვეთება რომ აქ არის აუცილებელი სერიოზული მიდგომა, – მისი მკურნალობა, დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია და რაც სამწუხაროდ, 7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ თვეზე მეტია, კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.