ეს არის მინიმუმ კოლაფსური მდგომარეობა, ამ სიტუაციაში, შეუძლებელია ადამიანის დაყოვნება, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების დაკარგვის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოშიმშილე ადამიანისადმი ჯიბრში ჩადგომა სხვა არაფერია თუ არა ფაშიზმი.
“სახალხო დამცველის დასკვნაში უკვე მდგომარეობა არის შეფასებული, როგორც კრიტიკული. ეს არის უკვე წუთი-წუთზე გადასაყვანი. რა თქმა უნდა, ახლა რომ გონება რომ დაკარგა, ეს არის მინიმუმ კოლაფსური მდგომარეობა. ამ სიტუაციაში, შეუძლებელია ადამიანის დაყოვნება.
ეს ყველაფერი არის ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ სამწუხაროდ ლაივში, ფაშისტურ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ. ეს არავის არ შერჩება. ეს თუ დამთავრდება ცუდად და უკვე აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ გადაიყვანა ეს ადამიანი, მოვუწოდებ ხელისუფლებას რეანიმობილი იქნება თუ სხვა, ადამიანი გადაიყვანეთ”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. სხვა დეტალები უცნობია. დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 49-ე დღეა.