spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – ეს არის ყოველგვარ კანონს მიღმა ამბავი, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება

ეს არის  ყოველგვარ კანონს მიღმა ამბავი,  რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, – ამის შესახებ   Front News-ს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

 

მისი თქმით, არ ეძლევათ შესაძლებლობა მოშიმშილე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. 

 

“არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,  შიმშილობს და მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა,  კიდევ უფრო დამძიმებული იქნება. 

 

ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ შესვლას და არ გვიშვებენ, არც უარს გვეუბნებიან და არც ჰოს. თვითონ მაინც ხო უნდა გაავრცელონ ინფორმაცია პაციენტის თანხმობით? მე არ მგონია, სააკაშვილს უარი ეთქვა ამ ინფორმაციის გავრცელებაზე.

 

ყველანაირ კანონს არღვევენ, ეს არის  ყოველგვარ კანონს მიღმა ამბავი,  რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება.  არ ვიცი, რომელიმე  ქვეყანაში  თუ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს. ახლა დრო იხელთეს, უკრაინის ომიდან გამომდინარე და საერთოდ თავზე ხელი აიღეს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

 

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა  მეორედ გამოაცხადა, ის მეთორმეტე დღეა,  შიმშილობს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა,  რის გამოც მასთან  არავინ შეუშვეს. 

 

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამ დრომდე  ინფორმაცია არ გაუვრცელებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები