spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო რეკომენდირებული კვლევების ჩასატარებლად

ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო რეკომენდირებული კვლევების ჩასატარებლად,  – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს. 

 

მისი თქმით,  კლინიკა „ვივამედში“  მიხეილ სააკაშვილის კვლევები საკმაოდ გაჭიანურდა, რის გამოც მკურნალობის დაწყებაც  გვიანდება.  

 

“რამდენიმე დღეა,  მიხეილ სააკაშვილი იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში. ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო რეკომენდირებული კვლევების ჩასატარებლად, სამწუხაროდ,  იწელება მისი დიაგნოსტიკა კვლავ და გვიანდება მკურნალობაც. ჩვენ არაერთგზის გავეცით რეკომედაცია, რომ იგი გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ ცენტრში საზღვარგარეთ, ასეთია მაგალითად, „შალტეს“ ცენტრი გერმანიაში, ვინაიდან ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ჩვენი რეკომენდაციები 7 თვის განმავლობაში არცერთი არ შესრულდა, შესაბამისად, არანაირი იმედი იმისა,  რომ ახლა იქნება შესრულებული ჩვენი რეკომენდაცია, ან ადეკვატური დიაგნოსტიკა,  მკურნალობა იქნება,  არ გვაქვს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან  სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები