spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა

მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები, რომ აღიდგინოს  ჯანმრთელობა, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის მომზადებაში დისტანციურად გერმანელი ექსპერტი არის ჩართული. 

 

“მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჩართული არიან სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, მათ შორის გერმანიიდან ექსპერტი დისტანციურად. ვეცდებით, რომ მალე იყოს დასკვნა მზად.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი, განსაკუთრებით ნევროლოგიური და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაბამისად, რა თქმა უნდა,  ჩვენი რეკომენდაცია არის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. 7 თვის განმავლობაში სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით ნევროლოგიური თვალსაზრისით და შესაბამისად, ეფექტი არ არის. ეს არის ფაქტი.

 

აქედან გამომდინარე, ადეკვატურად მიგვაჩნია, ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტი და ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნაც, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები იმისთვის, რომ აღიდგინოს  ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.  

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, მან ჯამში,  70 დღეზე მეტი იშიმშილა, რამაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეარყია. 12 მაისის შემდეგ ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკა „ვივა მედში“ იმყოფება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები