spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – პენიტენციური სამსახური თუ დღეს შეგვაფერხებს, ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა

პენიტენციური სამსახური თუ დღეს შეგვაფერხებს, ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა და  სასამართლოს დადგენილებისადმი დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ Front News-ს  ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა  მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.   

 

მისი თქმით,  კლინიკა “ვივამედში“ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად  დღეს 4 ექსპერტი შევა. 

 

“დღეს ჩვენ ვერავითარი პრობლემა ვერ შეგვექნება, რაც შეეხება შეფერხებას, თუკი ამას პენიტენციური სამსახური განახორციელებს,  ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა და სასამართლოს დადგენილებისადმი დაუმორჩილებლობა.  ჩვენ დღეს ვგეგმავთ შესვლას 4 ექსპერტის შემადგენლობით. მოხდება ადგილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, შემდეგ უკვე დაიგეგმება სხვა ვიზიტები, შესაძლებელია სხვა შემადგენლობით, შესაძლებელია ჩაერთოს სხვა ექსპერტები, დასკვნა, რომელიც გასცემს ამ შეკითხვებზე პასუხს, გაიგზავნება სასამართლოში“, – განაცხადა ჯიშკარიანმა. 

 

მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილების საფუძველზე კვლავ  ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. 

 

“შესაძლებელია საერთაშორისო ექსპერტის მოწვევა, გვყავდა მოწვეული რა თქმა უნდა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტოს რეგულირების სააგენტომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და მოითხოვა პენიტენციური სამსახურის ნებართვა. სწორედ ახლა მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები“, – განაცხადა ჯიშკარიანმა. 

 

ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების ამ გადაწყვეტილებას სპეციალისტები 5 თვის განმავლობაში ელოდნენ. მედიკოსები საბოლოო შედეგის დადებას დაახლოებით 2-დან 3 კვირამდე პერიოდში ვარაუდობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები