spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – სჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს ინვალიდიზაციას

სახალხო დამცველის  ექსპერტების დასკვნას ზოგიერთ ნაწილს ვიზიარებთ,  ზოგიერთი ნაწილი ჩვენს დასკვნაში უფრო დეტალურად და ზუსტად იქნება ასახული, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორში სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით მივიდა.  

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეაქვთ, თუმცა წამების ფაქტების დაფიქსირებას  სხვა კომპეტენცია ჭირდება, რაც სწორედ  ცენტრი “ემპათიას” პროფილს წარმოადგენს, მისივე განმარტებით,  ცენტრი მუშაობს  სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით და წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას  ახდენს.  

“ჩვენ დღეს ჩამოვედით, დამატებით გვინდა შევისწავლოთ დოკუმენტაცია, ასევე გავეცნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.  რაც შეეხება დასკვნას, დასკვნა არის მოცულობითი და მზადდება.  ჩვენ გვაინტერესებს კიდევ დამატებით რა კვლევები იყო ჩატარებული, მასაც გავეცნოთ.  რაც შეეხება სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნას, ზოგიერთ ნაწილს ჩვენ ვიზიარებთ, ზოგიერთი ნაწილი ჩვენს დასკვანაში უფრო დეტალურად და ზუსტად იქნება ასახული. ეჭვი მათ პროფესიონალიზმში რა თქმა უნდა არ შეგვაქვს, მაგრამ წამების ფაქტების დოკუმენტიზირებას სჭირდება სხვა ექსპერტიზა”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობას, ჯიშკარიანის თქმით, წამყვანი არის ნევროლოგიური დიაგნოზი, რომლის შესაბამისი მკურნალობა არ მიმდინარეობს. მისივე თმით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანამ, შესაძლოა,  გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის პაციენტის ინვალიდიზაციამდე. 

 

“აუცილებლად მნიშვნელოვნად მიმაჩნია  კეთილგანწყობილი გარემო იმისათვის, რომ ეფექტური იყოს მკურნალობა. ჩამოთვლილი დიაგნოსტიკიდან ყველაზე საშიში არის ვერნიკეს ენცეფალოგია, რომელსაც ჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია,  წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს ინვალიდიზაციას”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. 

 

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრები უარყოფენ “ფარმაკოლოგიური წამების” არსებობას, რის შესახებაც ცენტრი “ემპათია” საუბრობს და შესაბამისი დასკვნის გამოქვეყნებისათვის ემზადება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები