spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – ვფიქრობ, საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისათვის არ არის უსაფრთხო

ვფიქრობ, საქართველოს ციხეთა სისტემა  მიხეილ სააკაშვილისათვის არ არის უსაფრთხო, – ამის შესახებ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ დრომდე არავის უგია პასუხი მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. 

 

“გუშინდელი შემთხვევა  უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ახალი ფაქტი მისი წამებისა და არაადამინური მოპყრობის საქმეში. რა თქმა უნდა, თუ კი ის უარს განაცხადებს მკურნალობაზე, ეს ცუდად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საერთოდ, მტრული გარემო პაციენტისათვის არ იქნება სასარგებლო და მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება. 

 

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტიც იქნება ასახული და ის ზიანი, რაც  მიხეილ სააკაშვილს მიადგა წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან გამომდინარე. 

 

ვფიქრობ, საქართველოს ციხეთა სისტემა მისთვის არ არის უსაფრთხო. ჩვენ ყველანი შემსწრე გავხდით იმისა, რომ არავინ დასჯილა მისი წამებისა და არაადამინური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურში, თუმცა თანამდებობიდან არავინ არ არის გადაყენებული დღემდე”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები