spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ქვრივიშვილი – არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. 

 

“მათ შორის, როგორიც არის: ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქვე, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით.

 

ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია და ხომალდები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები