spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამობასთან დაკავშირებით პატიმრებს საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით,  ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს  15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო  დაუფინანსდათ.

 

თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს.

 

“სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ  მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება,   რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,  ხანგრძლივი  პაემნების აკრძალვამ შეუქმნა.

 

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს”, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები