სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
“პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს”,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.