spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიან დურისი – კანდიდატის სტატუსზე თანაბარი მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უკრაინას საქართველოზე წინ არ დააყენებდა

თანაბარი, სამართლიანი მიდგომის შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროკავშირი უკრაინას საქართველოზე წინ არ დააყენებდა, თუმცა დღევანდელი ევროკავშირი განსხვავდება იმისგან, რაც 20 წლის წინ იყო და ხშირად ივიწყებს საკუთარ ფესვებს, – ამის შესახებ Front News – საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ევროპარლამენტის და ევროპული კანონმდებლობის განხრით მარიან დურისმა განაცხადა.

 

მან ასევე, განიხილა საქართველოს მთავრობის არსებული პოლიტიკა დასავლეთის, კრემლის და ევროპარლამენტის მიმართ.

 

Front News: ბატონო დურის, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება გასულ წელს უსამართლო და არა დამსახურებაზე დაფუძნებული იყო. როგორია თქვენი შეფასება?

 

– ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეტი არგუმენტია საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.  ევროკომისიამ თბილისს მოუწოდა შეასრულოს 12 პირობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც მოიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, პროგრესს მედიის თავისუფლების და გენდერული თანასწორობის კუთხით, თუმცა ის, რაც გაცხადებულია მათი მხრიდან, არ არის არგუმენტებით გამყარებული.

 

Front News: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში დღევანდელ ხელისუფლებას მანდატს გაუხანგრძლივებს, რაც, შესაძლოა, დასავლეთის ინტერესებში არ შედიოდეს?

 

– აღნიშნული მოსაზრება შესაძლოა, იყოს იმის საფუძველი, თუ რატომაც ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი შარშან. ევროპული ინსტიტუციების საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში მეტწილად მოტივირებულია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებით. ხანდახან ეს ინტერესები წევრი ქვეყნების მისწრაფებებს გამოხატავენ, ან სხვა მოთამაშეების.

 

Front News: რამდენად სარწმუნოდ გეჩვენებათ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები, რომ დასავლეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს “ჩათრევას” ცდილობს?

 

– დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ მცდელობებს და მოწოდებებს ქვეყნების მიმართ, რომ მათ დააფინანსონ კონფლიქტის მხარეები და მოამარაგონ ისინი იარაღით. აღნიშნული ნაბიჯები შეიძლება მიიჩნეოდეს ომში ჩაბმის მცდელობად, ომი კიდევ ის მდგომარეობაა, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ გვსურს და არავის უნდა მისმა ქვეყანამ იწვნიოს შედეგები.

 

Front News: ფიქრობთ თუ არა, რომ თბილისის უარი რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე და თანხმობა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე?

 

– ამას ღიად არავინ იტყვის, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროპაში არიან სახელმწიფოები, რომლებიც პოლიტიკური თავდასხმის ობიექტები მარტო იმიტომ გახდნენ, რომ ეჭვქვეშ დააყენეს სანქციების დაწესება.

 

Front News: ეთანხმებით თუ არა ქართულ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა პრორუსულია, და არა უსაფრთხოების რისკების შემცირებაზე ორიენტირებული, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს?

 

– ყველა ქვეყანას აქვს უფლებას გაატაროს ის პოლიტიკა, რაც მოგებიანი იქნება მისი სუვერენული ინტერესებისთვის და სარგებელს მოუტანს მის ხალხს, გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და ამის გამო უცხოელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა გააკრიტიკონ ან დააკნინონ ის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამუდმებით საუბრობენ კანონის უზენაესობაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

 

Front News: როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის და ევროპარლამენტის დღევანდელ კომუნიკაციას?

 

– მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში არიან იმედის მომცემი ფიგურები, მე მაინც დავიცდიდი. იქ ნამდვილად არის ათობით ბრწყინვალე და გონიერი ადამიანი, მაგრამ უმრავლესობა ფრაქციების ტყვეობაშია, რომლებიც, მეტწილად, პოლიტიკურად მოტივირებულები არიან. უფრო ზუსტად, მათთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რეკომენდაციების შესრულება.

 

Front News: რამდენად სამართლიანი იყო ევროპარლამენტის მოწოდებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე, მაშინ როდესაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პირველი პირის სარჩელი?

 

– ევროპარლამენტის პოლიტიკური რეზოლუციების დიდი ნაწილი, რომლებიც წარმოდგენილი ან დამტკიცებული იქნა, ნაკლებად იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი დოკუმენტებით ამ ინსტიტუციას უფლება აქვს ვინმეს მიუთითოს თუ როგორ წარმართოს საკუთარი შიდა საქმეები.

 

Front News: რა მოლოდინები გაქვთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით? ხომ არ ხედავთ რუსეთის როლს ისრაელში მიმდინარე მოვლენებში?

 

– მე ვხედავ მსოფლიოს და მედიის ყურადღების მნიშვნელოვან გადატანას უკრაინიდან ისრაელზე, რასაც შეუძლია კიევის მნიშვნელოვნად დაზარალება.

 

 

 

Front News – საქართველო


spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები