14 ივნისს საერთაშორისო კონფერენციზე “კონტროლის პალატის როლი უკრაინაში და პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით”, ექსპერტებმა ეფექტური მმართველობისთვის სახელმწიფო სახსრების აუდიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი მარიკა ნაცვლიშვილი იყო, რომელმაც Front News – თან ინტერვიუში აუდიტის სამსახურის ფუნქციონირების შესახებ ისაუბრა.
– ქალბატონო მარიკა, რა იყო ზოგადად რეფორმების და კერძოდ, აუდიტის სამსახურის რეფორმის მამოძრავებელი ძალა საქართველოში?
– ბევრი რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, დანერგილი იქნა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. მთავარი იმპულსი პირველ რიგში პოლიტიკური ნება იყო, ეს იყო ძირითადი მამოძრავებლი ძალა. ასევე ბიძგი იყო ევროკავშირისა და რიგ შემთხვევებში აშშ-სგან. გუნდი, რომელიც იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ამ პერიოდში აცნობიერებდა იმის მნიშვნელობას, რომ ქვეყანამ აირჩია ევროპული გზა. ამგვარად, პოლიტიკური ნებისა და ევროკავშირის ბიძგმა პროგრესი შესაძლებელი გახადა. მეორე ფაქტორი იყო, რომ ხელისუფლება ძალიან აქტიურად იყო ჩართული საჯარო მმართველობაში ნამდვილი ექსპერტების მოზიდვის კუთხით, რამაც რეფორმის წარმატება უზრუნველყო.
– როგორია რეფორმებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არსებული ვითარება?
– ამ დროისთვის ვიტყოდი, რომ რეფორმების სტაბილურობა და შენარჩუნება, ასევე ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმირებულ დაწესებულებებში, კვალიფიციური ადამიანები აგრძელებენ იმის შენარჩუნებას, რაც წლების წინ იქნა მიღწეული. ძირითადი რეფორმები, ძირითადი იმპულსები და ნაბიჯები გადადგმული იქნა მაშინ, ამჟამად კი ძალიან მნიშვნელოვანია იმის შენარჩუნება, რასაც მივაღწიეთ, რადგან იმის დაკარგვა, რაც უკვე მიღწეულია, დიდი პრობლემა იქნება, არსებული მიღწევის შენარჩუნებაც რთული ამოცანაა.
– რამდენად კვალიფიციური და დამოუკიდებელია სახელმწიფო აუდიტი საქართველოში?
– უმაღლესი აუდიტორული დაწესებულება დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური გარემოს მოქმედებისგან. საქართველოში ის სრულიად დამოუკიდებელი, მაგრამ საკმარისად დაბალანსებულია: მასზე ვერ ახდენს გავლენას და ვერ ზღუდავს პოლიტიკური ჩარევა. ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიის დიდი მიღწევა, თუმცა დღემდე არსებობს ბევრი პრობლემა მდგრადობასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნე.
– რას მიაღწია საქართველომ სახელმწიფო აუდიტის სფეროში?
– ჩვენ მივაღწიეთ ბევრს საკანონმდებლო ველზე და არა მხოლოდ აქტების შემუშავების, არამედ მათი პრაქტიკაში შემოღების კუთხით. არ მახსენდება არცერთი შემოწმება, როდესაც ვინმეს უთხრეს, რომ ანგარიშში რაღაც არ უნდა ჩაეწერათ ან აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნება იქნა გადადებული. მე უკვე 10 წელია, ვმუშაობ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განვითარებად ქვეყანაზე, იქ პოლიტიკური გარემო მუდმივად იცვლება და საჭიროა, უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რომ მიღწეული შევინარჩუნოთ და გავნავითაროთ. როდესაც არსებობს ძლიერი ინსტიტუტები, პოლიტიკურ გარემოში რაიმე სახის ცვლილებას, დიდი ეფექტი ვერ ექნება და ჩვენს მიღწევებს ვერ დაანგრევს.
– როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ მიღწევების დაცვაში?
– ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ამჟამად. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს დიდი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ბევრი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად ძლიერია და ეს არ მოსწონს მმართველ პარტიას, რადგან ხშირად აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი. ალბათ, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება კომუნიკაციის სფეროში და არა მხოლოდ თხოვნა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ უფრო აქტიური იყოს. სახელმწიფო დაწესებულებები უნდა გაზარდონ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის, უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ. ჩვენ არ გავგიკეთებია საკმარისი იმისთვის, რომ მათ გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობა და თუ რამე მოხდება და არ გვექნება დაცვა, ეს შეიძლება, მტკივნეული იყოს.
– პრობლემური შემთხვევების გახსენება თუ შეგიძლიათ?
– რამდენიმე ხნის წინ იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც მოხდა და სამოქალაქო საზოგადოება იყო პირველი, ვინც ამაზე რეაგირება მოახდინა განცხადებებით თუ იმის წინააღმდეგ პროტესტით, რასაც შეეძლო ჩვენი ორგანიზაციის დამოუკიდებლობა ან რეპუტაცია დაეზარალებინა. მაგრამ მაინც, საზოგადოების როლი უნდა გაძლიერდეს ორმხრივად: საზოგადოება უნდა იყოს გაცილებით აქტიური, აუდიტის სამსახური კი გაცილებით მკაფიო და ოპერატიული უნდა იყოს კომუნიკაციის მხრივ და ყოველთვის ჩააყენოს ის საქმის კურსში.
– როგორ აღიქვამთ საერთაშორისო თანამეგობრობას როლს?
– რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, ისინი სამწუხაროდ, ძირითადად რჩებიან უფრო დიპლომატიურები და არცთუ ისეთი აქტიურები არიან, როგორსაც ველოდით. ესეც შესაძლოა, არასაკმარის კომუნიკაციას უკავშირდებოდეს, მათი მხრიდან კი იმის აღქმას, რამდენად მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური და იმ რისკების არასაკმარისად გაცნობიერებით, რომელსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს და რამაც შეიძლება, ჩვენ დაგვაზარალოს. სამწუხაროდ, მათი რეაქცია ხშირად აგვიანებს და ხდება მაშინ, როდესაც ზიანი უკვე არსებობს.
– რა იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველაზე დიდი მიღწევა რეფორმების პირველ წლებში?
– ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძალიან ცუდი რეპუტაციის გარდაქმნა, კორუმპირებულისაც კი, ღიად ვიტყოდი, თანამედროვე აუდიტორული ორგანო ორიენტირებულია სისტემის სრულყოფილებაზე და მიმართულია იმისკენ, რომ აუდიტის შედეგებით ასევე გაირკვეს რატომ მოხდა ეს დარვევა, რა გახდა პრობლემის მიზეზი, არა მხოლოდ შეიცვალოს გვარები და თანამდებობები ან ვინმე საპყრობილეში წავიდეს, არამედ გაუმჯობესდეს სისტემა ისე, რომ აღარავის ჰქონდეს შესაძლებლობა იგივე დაღვევა ჩაიდინოს. ასეთი რეპუტაციის მიღწევა ძალიან რთული იყო და ეს იყო რეალური ცვლილება და ჩვენი დემოკრატიის მიღწევა, ჩვენი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ეს იყო რადიკალური ცვლილება და დიდი მიღწევა. დასაწყისში სკეპტიკურად ვუყურებდით პერსპექტივებს, თუმცა ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ.
– როგორია სახელმწიფო აუდიტის დამოუკიდებლობის გვერდითი მოვლენები?
– ახლა ჩვენ მოვიცავთ ყველაზე სარისკო სფეროებს. ჩვენ არა უბრალოდ ვნახულობთ დარღვევებს, არამედ ყველაზე მთავარია, რომ ვუთითებთ, რა უნდა გაუმჯობესდეს, რათა უკეთესად მოემსახურონ და რათა აღარ იყოს კორუფცია.