spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

მარინ ლე პენმა  საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

 

საკუთარი საარჩევნო შტაბიდან გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხის 43%-იანი მხარდაჭერა მისთვის უკვე საოცარი გამარჯვებაა.

 

მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

“მილიონობით ჩვენმა თანამემამულემ აირჩია ეროვნული ბანაკი და ცვლა. მინდა ჩემი ღრმა მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ნდობა გამოუცხადა პირველ ტურში და ვინც შემოგვიერთდა მეორე ტურში“, – განაცხადა ლე პენმა.

 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს “ძალაუფლების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ”.

 

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 58%-ით იმარჯვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები