spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მარინ ლე პენს თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიესაჯა და ხუთი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი “მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. მას ასევე 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები