ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს twitter-ზე ეხმაურება.
“14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელმაც მოიტანა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს.
ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, დასრულდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა”, – წერს ევროპარლამენტარი.