დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში სიკვდილიანობა ომამდელ მონაცემებთან შედარებით 4-5-ჯერ გაიზარდა, – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულოს ავრცელებს.
“მარიუპოლში კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება. ბავშვები თითქმის აღარ იბადებიან. ქალაქი ოკუპაციის ქვეშ კვდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ქალაქში ყოველდღიურად საშუალოდ 25 ადამიანი იღუპება და დაახლოებით 5-6 ბავშვი იბადება, რუსების სრულმასშტაბიან შეჭრამდე კი კვირაში 50-მდე ბავშვი იბადებოდა.