არა მგონია, რომ ჩამოვიდეს, ის თავისუფლებას მეტისმეტადაც კი აფასებს – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, იმედოვნებს, რომ ეს არჩევნებს სხვა სცენარად არ გადააქცევს.
“ჩემთვის საკმოდ გასაკვირი იქნება, რომ ის ჩამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაპატიმრებული იქნება. ვიტყვი, რომ ეს კარგი პიარის ნაწილია მისი მხრიდან. შეიძლება ამან მეტი ყურადღება მიიქციოს მისი პარტიისკენ, შეიძლება ეს მარკეტინგს საკითხი იყოს…
რატომ აკეთებს ამას, გამიჭირდება თქმა. სიმართლე რომ გითხრათ, არა მგონია, ის ჩამოვიდეს, მგონია, რომ ის თავის თავისუფლებას მეტისმეტადაც კი აფასებს. თუ ჩამოვიდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გადააქცევს არჩევნებსაც რაღაც სხვა სცენარად, ეს საკითხი მეტისმეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – განაცხადა გრეგოროვამ.