spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარკეტა გრეგოროვა – ეს საკითხი იმსახურებს ცალკე რეზოლუციას თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით, მიზეზებით

ივანიშვილის დასანქცირების საკითხი იმსახურებს ცალკე რეზოლუციას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ “ფორმულასთან” განაცხადა.  

 

“ჩემი აზრით, უნდა შევისწავლოთ ივანიშვილის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მიმაჩნია, რომ ეს რეზოლუცია ზუსტად ამისთვის არის. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი [ივანიშვილის დასანქცირება] იმსახურებს ცალკე რეზოლუციას თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით, მიზეზებით და არ უნდა დარჩეს, როგორც ერთი პარაგრაფი სხვა პარაგრაფებს შორის. ჩემი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ დროა, ამის შესახებ განცხადება გაკეთდეს, მიუხედავად იმისა თუ რა რეზოლუციაა. პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და მოხარული ვიქნები, თუ გაგრძელდება ეს თემა ანგარიშში, რომელიც გვაქვს საგარეო საქმეთა კომიტეტში. თუ სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ასეთ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები