ის ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს და ასე შემდეგ, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
“ქართული ოცნება” ან საქართველოს მთავრობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი. ჩვენ ვხვდებით “ქართული ოცნების” არაერთ წარმომადგენელს ბრიუსელში და მე მჯერა, რომ ისინი ნამდვილად პროევროპელები არიან და ნამდვილად სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად იხილონ. თუმცა ის ხალხი, ვინც მუდმივად გვაკრიტიკებს, არაადეკვატურებს გვიწოდებს და ასე შემდეგ, ისინი უბრალოდ საქმეს გვირთულებენ და საქართველოსაც ურთულებენ საქმეს. ამიტომ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ, სად დგანან სინამდვილეში.
თუ ისინი რუსეთის მხარეს არიან, კეთილი, ასე იყოს, მაგრამ ასე შემთხვევაში გამოდის, რომ ევროკავშირის წევრობის მხარეს არ ყოფილან და მაშინ უნდა გაათავისუფლონ ადგილები ისეთი პოლიტიკოსებისთვის, ვინც მართლა პროევროპელია”, – აცხადებს ევროპარლამენტარი “მთავარ არხთან”.