spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარკო მიჰკელსონი – სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია, საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი

თუკი “ქართული ოცნება” გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიჰკელსონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ავტორიტარული ხდება და თუ ხელისუფლება ნაბიჯებს არ შეცვლის, შესაძლოა, სანქციების გამოყენება აუცილებელი გახდეს კონკრეტული პირებისთვის.

“ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება”  “რუსული ოცნებას” უდრის.  სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც.

ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი (მეტწილად) არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ.

რატომააა ჩვენგან ასეთი მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ? იმიტომ, რომ საქართველო კვლავ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მსურს ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ თუკი “ქართული ოცნება” გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია. ამ ეტაპზე მე სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიო უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის: საქართველო ასეთი ტიპის მმართველობის ქვეშ და არადემოკრატიული პროცესებით, ევროკავშირის წევრად მიღებული ვერ იქნება. პროცესი უნდა გაჩერდეს და ასევე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ იმ შესაძლებლობაზე, რომ შევცვალოთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი და შესაძლოა, ჩვენს ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტებიც ავამოქმედოთ, მათ შორის ინდივიდუალური სანქციებიც კონკრეტული პერსონებისთვის”, – განაცხადა მარკო მიჰკელსონიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები