უკრაინის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სამი კვირა აქვთ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის გეგმების მოსაძებნად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისივე თქმით, “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალებათ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის წინადადებების შემუშავება და მათ ამისთვის სამი კვირა აქვთ.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი გაგზავნიან სამხედრო დელეგაციას უკრაინაში, რომ იმუშაონ კიევის შეიარაღებულ ძალებთან და დაეხმარონ მათ მომავლის დაგეგმვაში.
მისი თქმით, ეს კოალიციას წინსვლის საშუალებას მისცემს.
“ისინი შეისწავლიან რა ფორმატია საჭირო ჯარისკაცების რაოდენობის თვალსაზრისით და რა აღჭურვილობა საჭირო რუსეთის მომავალ აგრესიაზე პასუხის გასაცემად და რუსეთის ნებისმიერი აგრესიის შესაჩერებლად.
ეს მოგვცემს საშუალებას გადავიდეთ დაგეგმვის ეტაპზე, რათა განვმარტოთ თითოეული ქვეყნის წვლილი ჩვენს კოალიციაში და უკრაინას მივცეთ მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის სამოქმედო გეგმის განხორციელება გვინდა“, – განაცხადა მაკრონმა.