მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი, მეორე კი ექბარ ისკანდაროვია.
ორივე მათგანი 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად არჩევნების დღეს მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების უკანონო ჩაყრა ედებათ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.