მარნეულის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივებს შორის სავარაუდოდ, სადაო მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული დაპირისპირება ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე.