მარნეულის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 25 წლის ბიჭი სოფელ თაქალოში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.