მარნეულში, სოფელ აზიზაქენდში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ გაჯისქენდიდან 4 დღის წინ გაუჩინარდა.
მამაკაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.