მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ბრალდებული დაკავებულია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.