spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოზარდებს გზაზე ავტომანქანა დაეჯახათ. ერთ-ერთი, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო და ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა.

თვითმხილველი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები