თავდაცვის სამინისტრო მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.