spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამა-შვილი დააკავეს

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაშა ქველაძე და მისი მამა გივი ქველაძე დააკავეს. მამა-შვილს პარტიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გზაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გზა გადაუჭრა – ავტომობილიდან ჩამოსვლა უბრძანეს და აიყვანეს.

 

ლაშა ქველაძე, რომელიც  “ნაციონალური მოძრაობის” სიით მარნეულის საკრებულოს წევრი გახდა, ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება, ხოლო მისი მამა გივი ქველაძე გაათავისუფლეს. 

 

დაკავებულების ნათესავების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გომელაურის უწყება მამა-შვილს სადამსჯელო ოპერაციას უწყობს. 

 

“ერთი 20 მანქანა იყო, გადმოხტნენ, მე სხვა მანქანაში ჩამაგდეს, ლაშა სხვა მანქანაში. ეს არის ხელისუფლების ტერორი ჩემ ოჯახზე, ყოველ არჩევნებზე მიწყობენ ესეთ უბედურებას. გვცემენ, გვკლავენ, ოჯახს მინადგურებენ”, – განაცხადა გივი ქველაძემ.

 

მას მარნეულში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებშიც დაესხნენ თავს. 29 სექტემბრის საღამოს, მას 10-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, დაუმტვრიეს მანქანა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები