spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარნეულში, საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მარნეულში 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირების შედეგად “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქერიმოვი დაშავდა.

“აქ საშინელება ხდება,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აგდებდნენ უბნიდან, მოვედით სიტუაციის გასაკონტროლებლად და უეცრად, რაღაც ბანდიტური ჯგუფი შემოვარდა საარჩევნო უბანზე და დაგვიწყეს რტყმა, გინება და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის სასტიკად ნაცემი. ველოდებით სასწრაფოს და ჯერ არ მოსულა, პოლიციას ვურეკავთ და პოლიცია არ არის, ეს ბანდა აქ არის შეკრებილი და გვემუქრებიან მოკვლით“, – განაცხადა კახა კვეკვესკირმა.

მისივე თქმით, პოლიცია რეაგირებას არ ახდენს მომხდართან დაკავშირებით.

დამკვირვებლის თქმით, მან შენიშვნა მისცა კომისიის წევრებს მაგიდების განლაგებასა და მარკირების დარღვევებზე, რის შემდეგაც დაჯგუფებამ ოთახის დატოვება მოსთხოვა.

“მაგიდები ძალიან ახლოს იყო კედელთან და ამაზე ხმადაბლა დავაფიქსირე აზრი, რომ დაპირისპირება არ გამომეწვია. მარკირებაზე მივეცი შენიშვნები, რადგან არ აკეთებდნენ და 1 საათში დაჯგუფება შემოვარდა, გადამეფარნენ წინ და მაიძულებდნენ ოთახის დატოვებას და ჩემი გაძევება უნდოდათ“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები