მარნეულში წყალმომარაგების სისტემის გაყვანისას მუშა დაიღუპა. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.
მათი ცნობით, დაახლოებით 3-მეტრიან ორმოში 4 მამაკაცი მუშაობდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთ-ერთი მოიყოლა.
58 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის მარნეულის სოფელ ბალარში ცხოვრობდა.
ცხედარი რუსთავში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.